Sunday, December 1, 2019

როგორ უნდა იკვებოთ დღის მანძილზე და როდის სჯობს ხილის ჭამა 
და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის­თვის ერთ-ერთი მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი პრობ­ლე­მაა. გა­დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი, სა­ო­ფი­სე სა­მუ­შაო, ფასტ-ფუდი, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ვახ­შა­მი - სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის სწო­რად კვე­ბას იშ­ვი­ა­თად თუ ვა­ხერ­ხებთ.
რო­გორ, რამ­დენ­ჯერ და რო­დის უნდა ვიკ­ვე­ბოთ, რომ ორ­გა­ნიზ­მი არ და­ვა­ზა­რა­ლოთ - ამ სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზე AMBEBI.GE-ს ქე­თე­ვან ასა­თი­ა­ნი ესა­უბ­რე­ბა, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­სუქ­ნის შემ­სწავ­ლე­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი:
- რო­გო­რი უნდა იყოს სა­უზ­მე. რა აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­დუქ­ტი უნდა მი­ვი­ღოთ დი­ლას?
- სა­უზ­მე სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, თუმ­ცა დი­ლით მი­სარ­თმე­ვი პრო­დუქ­ტე­ბის სა­გან­გე­ბო ჩა­მო­ნათ­ვა­ლი არ არ­სე­ბობს. თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­უზ­მე კა­ლო­რი­უ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, შე­საძ­ლოა ყვე­ლა­ზე მე­ტად "დატ­ვირ­თუ­ლი" იყოს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­დილ­თან და ვახ­შამ­თან შე­და­რე­ბით.
- სა­უზ­მი­დან სა­დი­ლამ­დე რისი მი­ღე­ბაა სა­სურ­ვე­ლი? ვთქვათ, ხი­ლის თუ უმი ბოსტნე­უ­ლის?- ხემ­სის შე­მად­გენ­ლო­ბაც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. და­საშ­ვე­ბია რო­გორც ხი­ლის, ასე­ვე ბოსტნე­უ­ლის ან რძის პრო­დუქ­ტის მირ­თმე­ვა. ასე, მა­გა­ლი­თად, 200-300 გრ. ხილი ან 200 გრ. ხაჭო ან 500 მლ კე­ფი­რი ან მა­წო­ნი ან უცხი­მო იო­გურ­ტი, შე­საძ­ლოა ბოსტნე­უ­ლის სა­ლა­თი ზე­ი­თუ­ნის ზე­თი­სა და ლი­მო­ნის მო­სას­ხმე­ლით.
- ე.ი. სა­დი­ლი მსუ­ყე არ უნდა იყოს და აუ­ცი­ლე­ბე­ლია თუ არა წვნი­ა­ნის მი­ღე­ბა?
- არ­სე­ბობს გა­მოთ­ქმა: სა­უზ­მე თა­ვად მი­ირ­თვი, სა­დი­ლი გა­უ­ყა­ვი მე­გო­ბარს, ხოლო ვახ­შა­მი უწი­ლა­დე მტერს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­დი­ლად შე­საძ­ლოა, მი­ირ­თვათ ბოსტნე­უ­ლის წვნი­ა­ნი (რომ­ლის მირ­თმე­ვაც სა­სურ­ვე­ლია, ზამ­თარ­ში სა­სი­ა­მოვ­ნოც არის) ან ხორ­ცი­ა­ნი კერ­ძი, რომ­ლის გარ­ნი­რი ბოსტნე­უ­ლის სა­ლა­თი იქ­ნე­ბა, ასე­ვე პუ­რის 1-2 თხე­ლი ნა­ჭე­რი (სა­სურ­ვე­ლია წინა დღის და არა ახ­ლად­გა­მომ­ცხვა­რი).
- პრო­დუქ­ტე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბის­თვის კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გა­და­ვა­ნა­წი­ლოთ, თუ ეს ერთ დღე­ში უნდა შევ­ძლოთ?
- იდე­ა­ლუ­რია დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბის რა­ცი­ო­ნი - ცილა, ცხი­მი, ნახ­შირ­წყა­ლი, მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი, წყა­ლი ზო­მი­ე­რად, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, სულ მცი­რე, ოთხ მირ­თმე­ვა­ზე.
კვე­ბის სა­ვა­რა­უ­დო სა­ა­თე­ბია - 8:00 სა­უზ­მე, 12:00 ხემ­სი, 16:00 სა­დი­ლი, 20:00 მსუ­ბუ­ქი ვახ­შა­მი. თუმ­ცა, გა­ვი­მე­ო­რებ, რომ სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი, ისე­ვე რო­გორც კვე­ბის რა­ცი­ო­ნი და მი­სარ­თმე­ვად ხელ­საყ­რე­ლი დრო, გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. შე­საძ­ლოა, ზოგ­მა წა­ხემ­სე­ბა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 2-ჯერ შეძ­ლოს, ასე, მა­გა­ლი­თად, 12:00 და 17:00 სა­ათ­ზე (ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად)
- წყა­ლი რა რა­ო­დე­ნო­ბის და რა ინ­ტენ­სი­ვო­ბით უნდა დავ­ლი­ოთ?
- ზამ­თარ­ში, სულ მცი­რე - 1,5 ლ, ხოლო ზა­ფხულ­ში 2 ლ და შე­საძ­ლოა მე­ტიც. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­უ­ბა­რია პრაქ­ტი­კუ­ლად, ჯან­მრთელ ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­საც არ აქვს რა­ი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი წყლის შე­ზღუდ­ვა. უმ­ჯო­ბე­სია, მი­ი­ღოთ წყა­ლი 1 ჭიქა (რიგ შემ­თხვე­ვა­ში მე­ტიც) ყო­ვე­ლი მირ­თმე­ვის წინ, სულ მცი­რე, 30 წუ­თით ადრე.
- ვახ­შა­მი რა პრო­დუქ­ტე­ბის­გან უნდა შედ­გე­ბო­დეს?
- რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, ვახ­შა­მი უნდა იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად მსუ­ბუ­ქი და სა­სურ­ვე­ლია, მი­ვირ­თვათ არა­უგ­ვი­ა­ნეს 20:00 სა­ა­თი­სა. ზო­გა­დად, ბოლო კვე­ბა უნდა იყოს და­ძი­ნე­ბამ­დე სულ მცი­რე 2-3 სა­ა­თით ადრე, იმი­სათ­ვის, რომ ძი­ლის სრულ­ფა­სოვ­ნე­ბა არ და­ირ­ღვეს, არ გან­ვი­თარ­დეს დის­კომ­ფორ­ტი მუც­ლის არე­ში. ვფიქ­რობ, 1 ულუ­ფა რძის პრო­დუქ­ტი ან მსუ­ბუ­ქი ბოსტნე­უ­ლის სა­ლა­თი სავ­სე­ბით და­საშ­ვე­ბია; ასე­ვე, თუ სა­დი­ლად წვნი­ა­ნის მირ­თმე­ვა არ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, მა­შინ მსუ­ბუ­ქი, წყალ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი ბოსტნე­უ­ლის წვნი­ა­ნი ვახ­შმა­დაც მი­სა­ღე­ბია. ამას­თა­ნა­ვე, თუ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე მი­ირ­თმევთ, სა­ღა­მოს შიმ­ში­ლის შეგ­რძნე­ბა არ შე­გა­წუ­ხებთ და მსუ­ბუ­ქი ვახ­შა­მი და­მა­ნაყ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. 

jessie j



Thursday, November 28, 2019

ხელოვნება

ელოვნება — ადამიანის აქტივობების ფართო ცნება, რომელიც გულისხმობს ვიზუალური, აუდიო ან გამომხატველობითი ნამუშევრების შექმნას, ავტორის წარმოსახვის ან ტექნიკური ნიჭის გადმოცემას, რომლის მიზანია მშვენიერების ან ემოციური ძალის შეფასება. ხელოვნება ყველაზე უფრო განზოგადებული ფორმით გულისხმობს: ხელოვნების ნიმუშების შექმნას, ხელოვნების კრიტიკას, ხელოვნების ისტორიის შესწავლასა და ხელოვნების ესტეტიკის გავრცელებას, აღქმას.
ხელოვნების უძველეს ნიმუშებს წარმოადგენს ვიზუალური ხელოვნების ქმნილებები, რაც გულისხმობს ნახატებისა და საგნების შექმნას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მხატვრობაქანდაკებაგრაფიკა (ბეჭდვა)ფოტოგრაფია და ვიზუალური მედიის სხვა საშუალებები.
არქიტექტურა ხშირად მიჩნეულია ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთ ფორმად, თუმცა, როგორც დეკორატიული ხელოვნება, ან რეკლამა, არქიტექტურა ობიექტების შექმნას გულისხმობს, სადაც პრაქტიკული გამოყენება მთავარია, რაც მაგალითად მხატვრობისთვის სულაც არაა დამახასიათებელი.
მუსიკათეატრიკინოცეკვა და სხვა გამომხატველობითი ხელოვნების ფორმები, ისევე როგორც ლიტერატურა ან სხვა ინტერაქციული მედიის ფორმები, ფართო გაგებით ხელოვნებას მიეკუთვნება.
XVII საუკუნემდე ხელოვნებაში იგულისხმებოდა ნებისმიერი უნარი ან ხელოვნობა, ისევე როგორც ოსტატობა/ხელოსნობა და მეცნიერება.
XVII საუკუნის შემდეგ თანამედროვე გაგებით, როდესაც ესტეტიკური აღქმა გახდა ძალიან მნიშვნელოვანი, სახვითი ხელოვნება გამოყოფილია და ზოგადად გამოირჩევა სპეციფიკური უნარებით, როგორებიცაა დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნება.
ხელოვნება შესაძლოა დავახასიათოთ მიმეზისის (რეალობის გამოხატულება) ტერმინებით, ნარატივით, გამომსახველობით, ემოციების კომუნიკაციით, ან სხვა მახასიათებლებით. რომანტიკული პერიოდის დროს, ხელოვნება აღქმული იყო როგორც ადამიანის გონების სპეციფიკური უნარი, თუ შევადარებთ რელიგიასა და მეცნიერებას.
იმის განმარტება თუ რას შეადგენს ხელოვნება, საკამათოა და იცვლება დროთა განმავლობაში.
ხელოვნების ბუნება და მასთან დაკავშირებული კონცეფციები, როგორებიცაა კრეატიულობა და ინტერპრეტაცია ესთეტიკის სახელით არის ცნობილი.ხელოვნება შეიძლება დაეფუძნოს ფორმას, ფიგურას (ფერწერა, სკულპტურა), სიტყვას (ლიტერატურა), ბგერას (მუსიკა), მოძრაობას (ცეკვა) ან მათ ჰიბრიდს (თეატრი, კინო, ოპერა).

კრეატიული და სახვითი ხელოვნება

  არაბული კალიგრაფია












 კვილინგი-დახვეული



















ხელოვნება შეიძლება დაეფუძნოს ფორმას, ფიგურას (ფერწერა, სკულპტურა), სიტყვას (ლიტერატურა), ბგერას (მუსიკა), მოძრაობას (ცეკვა) ან მათ ჰიბრიდს (თეატრი, კინო, ოპერა).

როგორ უნდა იკვებოთ დღის მანძილზე და როდის სჯობს ხილის ჭამა  და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის­თვის ერთ-ერთი მო­უგ­ვ...